თამაზ მეჭიაური ლევან ვასაძეს მისი პარტიის წევრობას სთავაზობს

მთავარი გვერდის ჩანაწერები

vasadze-kongresi-1

დეპუტატი თამაზ მეჭიაური ადასტურებს, რომ ბიზნესმენ ლევან ვასაძეს თანამშრომლობა შესთავაზა, თუმცა ჯერ პასუხი არ მიუღია.

როგორც მეჭიაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, მიესალმება, თუკი ლევან ვასაძე მისი გუნდის წევრი იქნება.

”უარს არ ვიტყვით, თუკი ჩვენთან ითანაშრომლებს. ეროვნულ საკითხებში ჩვენი ხედვები ემთხვევა და მის ფინანსებს სუნი არ ასდის. ახლოს მყოფი ხედვები გვაქვს და მივესალმები, თუკი თანამშრომლობა შედგება”, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

დეპუტატი თამაზ მეჭიაური ახალ პარტიას კომპოზიტორ ჯემალ სეფიაშვილსა და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილ მოადგილე სანდრო ბრეგაძესთან ერთად ქმნის. პარტიაში ასევე იქნებიან ”ქართული ოცნების” ახალგაზრდული გუნდის დაფუძნებელი დავით ფაცაცია, ჟურნალისტი ლალი მოროშკინა და მოკლული ამირან რობაქიძის დედა ია მეტრეველი.
პარტიის სახელწოდებაა ”ერთიანი საქართველოსთვის”.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *