ქრონოგრაფი მუდმივი კალენდარით 2.5 მილიონ დოლარად

მთავარი გვერდის ჩანაწერები

download

აუქციონის სახლმა Phillips-მა ჰონკონგში საათების გაყიდვა მოაწყო. აუქციონის ყველაზე ძვირფასი ლოტი იყო საათი Patek Philippe Ref. 2499, რომელიც 2.5 მილიონ დოლარად გაიყიდა.

ქრონოგრაფის კორპუსი ვარდისფერი ოქროსგან არის დამზადებული. მოდელი აღჭურვილია მუდმივი კალენდრით და მთვარის ფაზების ინდიკატორით.

აუქციონის წარმომადგენელთა განცხადებით ეს უნიკალური მოდელი 1968 წელს შეიქმნა, სავარაუდოდ მხოლოდ ერთი ცალის ოდენობით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *