ყველაზე გრძელი გვირაბი

მთავარი გვერდის ჩანაწერები

gvirabi 3

შვეიცარიაში მსოფლიოში ყველაზე გრძელი გვირაბი გაიხსნა – გოტარდის.

გვირაბის სიგრძე 57 კილომეტრია. მის გავლას მატარებელი 17 წუთს ანდომებს.

მშენებლობა 20 წლის წინ დაიწყო. დაიხარჯა 12 მილიარდი დოლარი.

გოტარდის სარკინიგზო მაგისტრალი, რომელიც ალპების ქვეშ, მიწის ზედაპირიდან 2 300 მეტრის სიღრმეზე გადის, ევროპის ჩრდილოეთსა და სამხრეთს ერთმანეთთან აკავშირებს.

დღემდე მსოფლიოში ყველაზე გრძელი გვირაბის სტატუსს იაპონიაში მდებარე სეიკანი ატარებდა, რომლის სიგრძეც 53 კილომეტრია.

ლა მანშმა მესამე ადგილზე გადაინაცვლა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *