პოლიციელის დღე – ავტომანქანების მოძრაობის შეზღუდვა

მთავარი გვერდის ჩანაწერები

gza-2

პოლიციელის დღესთან დაკავშირებით, თბილისში, 31 მაისს, 15:00 საათიდან 18:00 საათამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნოე რამიშვილის ქუჩაზე, კახეთის გზატკეცილზე, ე. წ. ჯავახეთის ხიდებიდან მეტროსადგურ “სამგორამდე, ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება.

ავტომანქანები იმოძრავებენ კახეთის გზატკეცილიდან ცენტრისკენ ჯავახეთის ქუჩით, მოსკოვისა და ქეთევან დედოფლის გამზირების გავლით.

2 ივნისს, 09:00 საათიდან ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება ნოე რამიშვილის ქუჩაზე, კახეთის გზატკეცილზე, ე. წ. ჯავახეთის ხიდებიდან მეტროსადგურ “სამგორამდე”, 10:00 საათიდან – ჯორჯ ბუშის ქუჩის დასაწყისიდან, კახეთის გზატკეცილზე, ე. წ. ჯავახეთის ხიდებამდე.

ავტომანქანები იმოძრავებენ ცენტრიდან აეროპორტისკენ ქეთევან დედოფლისა და მოსკოვის გამზირების გავლით, ჯავახეთის ქუჩით, კახეთის გზატკეცილის მიმართულებით.

ავტომანქანების მოძრაობა 2 ივნისს, ღონისძიების დასრულებისთანავე აღდგება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *