კარპენტერი – სამიტზე საქართველო გაწევრიანების გეგმას ვერ მიიღებს

მთავარი გვერდის ჩანაწერები

nato-saqartvelo 2

ვფიქრობ, საქართველოს პრემიერს და თავდაცვის მინისტრსაც ესმით, რომ ვარშავის სამიტზე საქართველო გაწევრიანების სამოქმედო გეგმას ვერ მიიღებს, მაგრამ საქართველოს ყველა მექანიზმი გააჩნია, რათა ინტეგრაციის პროცესი გააგრძელოს, განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის მეორე მოადგილემ.

“ნატო-სა და საქართველოს ძალიან ახლო ურთიერთობა აქვთ. საქართველო ავღანეთის მისიაში შეიარაღებული ძალების მეორე უმსხვილესი კონტრიბუტორია. მან იქ 850 ჯარისკაცი წინაპირობების გარეშე გაგზავნა. ქართველი ჯარისკაცები ძალიან უნარიანი მეომრები არიან. დიდად ვაფასებთ საქართველოს წვლილს ავღანეთსა და ერაყში. საქართველო ალიანსის ერთადერთი არაწევრი მოკავშირეა, რომელიც სამხედრო მისიაში მონაწილეობს. საქართველო ნატო-ს ინიციატივებში აქტიურადაა ჩართული. ველი, რომ ვარშავის სამიტის დეკლარაციაში, რომელიც ივლისში გამოქვეყნდება, ნატო-საქართველოს ყოვლისმომცელ პაკეტზეც იქნება საუბარი, მოკავშირეები კი, ორმხრივ ფორმატებში ითანამშრომლებენ. შევეცდებით, დავეხმაროთ საქართველოს, მათ შორის, თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაში. საქართველომ გრძელი გზა გაიარა. დღეს ის ბევრად უფრო თავსებადია ალიანსთან, რასაც მისიებში მისი მონაწილეობა ადასტურებს. ეჭვგარეშეა, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, მათ შორის, ნატო-ში გაწევრიანებას დავუჭერთ მხარს”, აღნიშნა მაიკლ კარპენტერიმ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *