24 არასამთავრობო ორგანიზაცია აქციებს აანონსებს

მთავარი გვერდის ჩანაწერები

krcanisi-shindisis gza

ბოტანიკური ბაღის და კრწანისი-შინდისის მშენებარე გზის მიმდებარე ტერიტორიის (29 ჰექტარი მიწა) გასხვისების აუქციონი დღეს სრულდება.

24 არასამთავრობო ორგანიზაცია ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის გასხვისებას და 29 ჰექტარი მიწის აუქციონზე გატანას აქციებით გააპროტესტებს. პარალელურად, შეიტანენ განცხადებებს თბილისის საკრებულოში და პარლამენტში. ისინი მსჯელობის დაწყებას მოითხოვენ.

მესამე სექტორი “პანორამა თბილისს”, ბოტანიკურ ბაღს და კრწანისი-შინდისის გზას ერთიან კონტექსტში განიხილავს, რადგან, მათი განცხადებით, “ყველაფერი უკავშირდება ერთ ადამიანს”.

ნაციონალები აუქციონის დასრულებას თბილისის მერიასთან ელოდებიან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *