თსუ – რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები

მთავარი გვერდის ჩანაწერები

tsu

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები მიმდინარეობს.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევს უნივერსიტეტის აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობის პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

კენჭისყრის პროცედურა 10:00 საათიდან 18:00 საათამდე გაგრძელდება და თსუ-ს პირველ კორპუსში, სააქტო დარბაზის ფოიეში იმართება.

არჩევნებს 16 ინდივიდიაულური პირი და ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია აკვირდება.

შედეგები დღესვე, კენჭისყრის პროცედურის დასრულებიდან დაახლოებით 2-3 საათის შემდეგ გახდება ცნობილი.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი მუშაობას დაიწყებს შედეგების გამოცხადებისთანავე და ჩაანაცვლებს ამჟამინდელ მოვალეობის შემსრულებელ ვლადიმერ პაპავას.

არჩევნებში 1 311 ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას.

საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაში გაატარა ოთხი კანდიდატურა: ცირა ბარამიძე (თსუ-ს პროფესორი), ლევან გორდეზიანი (თსუ -ს პროფესორი), დარეჯან თვალთვაძე (თსუ-ს პროფესორი, რექტორის მოადგილე) და გიორგი ანდრიაძე (თეოლოგიის დოქტორი, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *