პრემიერი აუდიტორია #115–ში

მთავარი გვერდის ჩანაწერები

74f756dcf654c2549b0471ca3edda4e9პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსთან, „აუდიტორია 115“-ის წევრებთან შესახვედრად მივიდა.

ამ წუთებში პრემიერი აქციის მონაწილე სტუდენტებს ხვდება. შეხვედრა მედიისთვის დახურულია.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა აქცია გუშინ განაახლეს. „აუდიტორია 115“ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრას და განათლების სისტემის ძირეულ რეფორმას ითხოვდა.

აქციის მონაწილეებს თსუ-ს მე-6 კორპუსის კარი სხვადასხვა ნივთებით აქვთ ჩაკეტილი.

აქციის ერთ–ერთმა მონაწილემ Facebook-ის საკუთარ გვერდზე პრემიერის ფოტო გააზიარა სათაურით “პრემიერი მოვიდა დაცვისა და ჟურნალისტების გარეშე, ვხვდებით 115-ში.”

ფოტოს სანახავად გადადით ბმულზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *