N131 საბავშვო ბაღის სამეურნეო ნაწილის კოორდინატორი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს

მთავარი გვერდის ჩანაწერები

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, თბილისის N131 საბავშვო ბაგა-ბაღის კუთვნილი, დიდი ოდენობით საკვები პროდუქტების მითვისების ფაქტზე, ამავე ბაღის სამეურნეო ნაწილის კოორდინატორი მარინე ღუდუმიძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, თბილისის N131 საბავშვო ბაგა-ბაღის სამეურნეო ნაწილის კოორდინატორი – მარინე ღუდუმიძე, ბაგა-ბაღის საწყობიდან სისტემატურად ახდენდა  უკანონო გატანა-მითვისებას. აღნიშნული გზით ბრალდებული მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა სახელმწიფოს მიერ ბაგა-ბაღისთვის გამოყოფილი თანხით შეძენილ 48 919 ლარის პროდუქციას.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *