თვითმფრინავის გამტაცებელს ყალბი “შაჰიდის ქამარი” ეკეთა

მთავარი გვერდის ჩანაწერები

ეგვიპტური ავიახაზების თვითმფრინავის გამტაცებელს, რომელმაც ლაინერი კვიპროსის ქალაქ ლარნაკის აეროპორტში დასვა, ყალბი “შაჰიდის ქამარი” ეკეთა.

გამტაცებლის ზუსტი მოტივი უცნობია. მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა არასტაბილურია.

ინციდენტი არ უკავშირდება ტერორიზმს.

საიფ ელდინ მუსტაფამ ალექსანდრია-კაიროს რეისი, რომელის ბორტზეც 80-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, გუშინ გაიტაცა.

იგი ეტაპობრივად ათავისუფლებდა მგზავრებსა და ეკიპაჟის წევრებს.

ბოლოს, გამტაცებელი პოლიციამ დააკავა.

მუსტაფა ითხოვდა ყოფილ ცოლთან შეხვედრას, რომელიც კვიპროსში ცხოვრობს.

ლაინერმა ლარნაკის აეროპორტი ადგილობრივი დროით 22:05 საათზე დატოვა და კაიროში გაფრინდა.

ყველა მგზავრი და ეკიპაჟის წევრი უვნებელი გადარჩა.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *