სამების ტაძარში დამწვარი სტამბის აღსადგენად სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

მთავარი გვერდის ჩანაწერები

თბილისის მერის დავით ნარმანიასა და ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის გადაწყვეტილებით, სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდული ცენტრის შენობაში, ხანძრის შედეგად დამწვარი სტამბის აღსადგენად, სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.

აღნიშნული ჯგუფი დაზიანებული ტერიტორიისთვის მიყენებული ზარალის ოდენობას შეისწავლის და მისი რეაბილიტაციისთვის შესაბამის ხარჯთაღრიცხვას წარადგენს.

პრემიერ-მინისტრის დავალებით, სტამბის ტერიტორია დღეს დავით ნარმანიამ და ნოდარ ხადურმა დაათვალიერეს და შესაბამისი მითითებები გასცეს.

“თბილსერვის ჯგუფმა“ აღნიშნული ტერიტორიის დასუფთავება უკვე დაასრულა.

სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში, სტამბის ტერიტორიაზე ხანძარი 20 მარტს გაჩნდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *