პოეზიის საერთაშორისო დღე

მთავარი გვერდის ჩანაწერები

2

ყოველწლიურად 21 მარტს აღინიშნება პოეზიის საერთაშორისო დღე, რომელიც დაფუძნდა იუნესკოს ოცდამეათე სესიაზე, პარიზში, 1999 წელს.

პოეზიის დღის ძირითადი მიზანია პოეტური თვითგამოხატვის საშუალებებით ენობრივი მრავალფეროვნების მხარდაჭერა და გაქრობის პირზე მყოფი ენებისთვის განვითარების პირობების შექმნა.

ეს დღე მოწოდებულია ხელი შეუწყოს პოეზიის განვითარებას: ააღორძინოს პოეტური ნაწარმოებების საჯარო კითხვის ტრადიციები, აღადგინოს დიალოგი პოეზიასა და ხელოვნების ისეთ დარგებს შორის როგორიცაა თეატრი, მუსიკა, ფერწერა. წაახალისოს საგამომცემლო საქმიანობა და მასმედიაში შექმნას პოეზიის პოზიტიური სახე თანამედროვე ხელოვნებაში.

სიტყვა პოეზია მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან «poieo», რომელიც შექმნას ნიშნავს.

ჩვენთვის ცნობილი ყველაზე ძველი პოეტური ნაწამოები თარიღდება 23 საუკუნით ჩვენს წელთაღრიცხვამდე. ეს არის აქადის პრინცესას და უმაღლესი ქურუმის ენხედუანას მიერ შექმნილი ლექსები-ჰიმნები, რომლებსაც საღმრთო დანიშნულება ჰქონდა.

აღორძინების ეპოქამდე ლექსის ფორმა, ევროპაში სილამაზის ერთ-ერთ ძირითად პირობად ითვლებოდა და პრაქტიკულად სიტყვის ხელოვნებად ქცევის ერთადერთ საშუალებას წარმოადგენდა.

პირველი პოეზიის საერთაშორისო დღე ჩატარდა 2000 წელს პარიზში, სადაც იუნესკოს შტაბ-ბინაა განთავსებული.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *