ხანძარი სამების საკათედრო ტაძარში

მთავარი გვერდის ჩანაწერები

სამების საკათედრო ტაძარში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირება, ამ დრომდე, ვერ ხერხდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის ზვიად ქაწაშვილის განცხადებით, მეხანძრეებმა ხანძრის ლოკალიზება შეძლეს, თუმცა რთული პირობებიდან გამომდინარე, ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე არ მომხდარა.

ადგილზე უკვე 15 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს.

სამების საკათედრო ტაძარში დედაქალაქის მერი დავით ნარმანია მივიდა.

„სახანძრო-სამაშველო სამსახური ამ წუთებშიც მაქსიმალურად მუშაობს იმისათვის, რომ საქმე მიიყვანონ ბოლომდე. ჩვენი დასუფთავების სამსახური გამოვიძახე იმისათვის, რომ ხანძრის შემდეგ, დარჩენილი ნარჩენი მასა გამოვიტანოთ და გადავიტანოთ ნაგავსაყრელზე“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

ხანძარი სავარაუდოდ, ტაძრის პირველ სართულზე, სტამბაში გაჩნდა. პირველადი ინფორმაციით, ხანძარი სავარაუდოდ, ელექტროსისტემის გაუმართაობამ გამოიწვია.

ძლიერი დაკვამლიანების გამო, ტაძრიდან მრევლის ევაკუაცია განხორციელდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *