ჩატოიანს გირაო შეეფარდა

მთავარი გვერდის ჩანაწერები

თბილისის საქალაქო სასამართლომ ფარული ჩანაწერების შენახვა-გავრცელების საქმეზე ბრალდებულ ინგა ჩატოიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

ბრალდების განცხადებით, ჩატოიანი თანამშრომლობს გამოძებასთან, დაეხმარა გამოძებას ნივთიერი მტკიცებულების ამოღებაში, ძირეული ცვლილებები დაკითხვებს შორის არ არის.

ადვოკატების განცხადებით კი, ჩატოიანმა რამდენჯერმე შეცვალა ჩვენება.

სხდომის ძირითადი ნაწილი მედიისთვის დაიხურა.

ზურაბ ჯამალაშვილის ცოლმა ჩატოიანს თაღლითი უწოდა. თეა ჯამალაშვილი ამბობს, რომ ჩატოიანმა ჯამალაშვილი ფულის სანაცვლოდ ჩაუშვა, რომ ჩატოიანი არის ნაცემი – “ცრუ ჩვენებებია მიცემული. ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების მცდელობა მქონდა იმიტომ, რომ დაენახათ, რა ზეწოლის ქვეშ იყო”.

ჩატოიანს სახე დაფარული ჰქონდა.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *