ასოცირების შეთანხმების სამოქმედო გეგმის განხორციელების ანგარიში

მთავარი გვერდის ჩანაწერები

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინეტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე სამუშაო ვიზიტით ბელგიაში, ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც ხვალ საქართველოს და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების 2015 სამოქმედო გეგმის განხორციელების შესახებ ანგარიშის განხილვასა და დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას.

ანგარიშის განხილვა ევროპარლამენტში გაიმართება. ევროპარლამენტარების წინაშე ასევე სიტყვით გამოვლენ პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი გენადი არველაძე. ისინი ასოცირების შეთანხმების ფარგლებში სხვადასხვა სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრებენ. განხილვაზე ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში არასამთავრობო სექტორის ჩართულობის საკითხზე მოხსენებას გააკეთებს ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი.

სხდომაზე განსახილველი მთავარი საკითხებია – ასოცირებისა და მისივე შემადგენელი ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შესახებ შეთანხმებების განხორციელება და მონიტორინგის მექანიზმები.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრს დაგეგმილი აქვს შეხვედრები ევროპარლამენტარებთან, სამეცნიერო ცენტრების მკვლევარებთან, ჟურნალისტებთან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *