ჯამალაშვილი – მამასთან ურთიერთობა არ მქონდა, საქმესთან კავშირი არ მაქვს

მთავარი გვერდის ჩანაწერები
პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გავრცელებასთან დაკავშირებით დაკავებული ზურაბ ჯამალაშვილის შვილი ვასილ ჯამალაშვილი აცხადებს, რომ მამასთან ახლო ურთიერთობა არ ჰქონდა და საქმესთან კავშირი არ აქვს.
“მე და მამაჩემს ახლო ურთიერთობა არ გვქონდა, სხვა ოჯახი ჰყავს და ინფორმაციას საერთოდ არ ვფლობ. საქმესთან არანაირი კავშირი არ მაქვს. ძველ ამბებს თუ გადახედავთ, ვირუსთან დაკავშირებით მქონდა ბრალი წაყენებული”, აცხადებს ვასილ ჯამალაშვილი.
ვასილ ჯამალაშვილი 2012 წლის ნოემბერში, ჰაკერობისთვის (კიბერდანაშაული) დააკავეს და გირაოთი გაათავისუფლეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *