მართლმადიდებელი ეკლესია დღეს შენდობის კვირას აღნიშნავს

მთავარი გვერდის ჩანაწერები

a6306a0d2f18a6a1583673a7d02b81ac
მართლმადიდებელი ეკლესია დიდმარხვისთვის ემზადება – დღეს ყველიერის კვირის ბოლო დღე – შენდობის კვირაა. ამ დღეს მართლმადიდებლები ერთმანეთს პატიებას სთხოვენ და ცოდვებს სხვებსაც მიუტევებენ.

საღამოს ყველა ტაძარში საგანგებო ღვთისმსახურება აღევლინება და შენდობის ლოცვები იკითხება.

შენდობის კვირას მართლმადიდებელი ეკლესია პირველქმნილი ადამიანების მიერ სამოთხის დატოვების მიზეზს იხსენებს, რომელიც სინანულის უქონლობა გახდა. ეს დღე საყოველთაო სინანულისკენ მოწოდებაა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II სამების საკათედრო ტაძარში შენდობის წესს წაიკითხავს და მიტევებას თავადაც ითხოვს.

შენდობის დღის შემდეგ, მორწმუნეები დიდმარხვას იწყებენ.

წელს დიდმარხვა 14 მარტიდან დაიწყება და 1 მაისს – უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *