პატრიარქმა დიღმის ტყე-პარკში კედარი დარგო

მთავარი გვერდის ჩანაწერები

საგაზაფხულო გამწვანების ფარგლებში, დიღმის ტყე-პარკში 600 წიწვოვანი ნერგი დაირგო.

გამწვანების ღონისძიებაში მონაწილეობა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მოერემ და გარემოს დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა მიიღეს.

საგაზაფხულო გამწვანების პირველ მასშტაბურ აქციაზე, დიღმის ტყე-პარკში, 7 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე 1,50-2,50 მ სიმაღლის 600 კიპარისისა და კედრის ხე-მცენარე დაირგო. უწმინდესმა და უნეტარესმა კი, ღონისძიების ფარგლებში, კედარი დარგო.

გარემოს დაცვის მინისტრის განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებთან ერთად, გამწვანების აქციები ეწყობა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, წელს დედაქალაქის მასშტაბით, 180 000 ნერგის დარგვაა დაგეგმილი, 100 000 ხე-მცენარე კი, შემოდგომაზე, სეზონური რგვების ფარგლებში დაირგვება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *