14 მარტიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება

მთავარი გვერდის ჩანაწერები

14 მარტიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება14 მარტიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ტემპერატურა საგრძნობლად დაიკლებს.

13 მარტს, დასავლეთ საქართველოში, ტემპერატურა 15-20 გრადუსის ფარგლებში იქნება, აღმოსავლეთში – 11-16 და გარკვეულ რაიონებში მოსალოდნელია მცირე წვიმა. თბილისში – დღისით 16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის საათებში კი, მცირე წვიმა.

14 მარტს, დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 12-17 გრადუსის ფარგლებში იქნება, საღამოს კი მოსალოდნელია წვიმა. აღმოსავლეთ საქართველოში -11-16 გრადუსი იქნება, მოსალოდნელია მცირე ნალექი, იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი. თბილისში-14 გრადუსი იქნება.

15 მარტს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია წვიმა, მკვეთრად დაეცემა ჰაერის ტემპერატურა, დასავლეთ საქართველოში იქნება 6-11 გრადუსის ფარგლებში, აღმოსავლეთში 8-13 გრადუსის ფარგლებში.

15 მარტს საქართველოს ტერიტორიაზე იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ, ზოგიერთ რაიონში უფრო ძლიერი – 20-25 მ/წმ, დროგამოშვებით შესაძლებელია 28 მ/წმ-ში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *