ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატების ვინაობა ცნობილია

მთავარი გვერდის ჩანაწერები

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატების წარდგენის პროცესი დასრულდა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა ექსპერტების და არასამთავრობო სექტორის მიერ ადმინისტრაციისათვის შეთავაზებული ექვსი კანდიდატის ვინაობა დაასახელა.

აბაშაშვილის თქმით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატები გიორგი ფაილოძე, არჩილ იაკობაშვილი, გიორგი ბაქრაძე, მაია მელიქიძე, კობა გვენეტაძე და თემურ ჭეიშვილი არიან.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, აღნიშნული ექვსკაციანი სია საბოლოო არ არის და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პარლამენტისთვის კანდიდატურების წარდგენამდე განხილვები გაგრძელდება.

„ექსპერტები განიხილავენ კანდიდატებს წინასწარ შერჩეული და შეთანხმებული კრიტერიუმების მიხედვით. ეს კრიტერიუმებია პროფესიული განათლება, კვალიფიკაცია და პოლიტიკური მიუკერძოებლობა. ექსპერტებთან განხილვის შემდეგ უკვე მომდევნო კვირაში, კანდიდატებთან კომუნიკაცია მექნება, რის შემდგომაც კანდიდატები უკვე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, პრეზიდენტს წარედგინება“, – განაცხადა აბაშიშვილმა.

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატების შერჩევის პროცესი ექსპერტების და არასამთავრობო სექტორის მონაწილეობით რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *