მარსის უცნობი ფოტო

მთავარი გვერდის ჩანაწერები

mars

ამერიკულმა კოსმოსურმა სააგენტომ NASA-მ თავის ოფიციალურ საიტზე გამოაქვეყნა უაღრესად შთამბეჭდავი სურათი, რომელზეც გამოსახულია კოსმოსური ზონდის მიერ გადაღებული მარსის ტერიტორიის ერთი კვადრატული კილომეტრი.

ფოტოზე თვალნათლივ ჩანს დასერილი უჩვეულო ფორმის ღარები და ქვაბულები.

სურათი 2009 წელს გადაიღო კოსმოსურმა აპარატმა Mars Reconnaissance Orbiter, მაგრამ საზოგადოებისთვის მხოლოდ დღეს ხდება ცნობილი, მისი გადაღებიდან 6 წლის შემდეგ.

მეცნიერთა აზრით ქვაბულები გაჩნდა მყინვარის დნობის შედეგად. ზონდმა დააფიქსირა მომენტი, როდესაც გამდნარ ყინულში წარმოქმნილი ხვრელებიდან გამოხეთქილმა აირმა წარმოქმნა ღარები და გამოიტანა მტვერი, რომელიც მარაოსებურად მოედო მყინვარს და მას მოწითალო ელფერი მიანიჭა.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *