,,სალამი კეისარს!”- ახალი ტრეილერი

მთავარი გვერდის ჩანაწერები

“სალამი კეისარს!”- ახალი ტრეილერი

„სალამი კეისარს!“ ეს ძმები კოენების ახალი ფილმია და მასში ჯორჯ კლუნისა და ნახევარი ჰოლივუდის ნახვას შეძლებთ!

ჯორჯ კლუნისთან ერთად ფილმში ასევე იხილავთ: ჯოშ ბროლინს, ფრენსის მაკდორმენდს, ტილდა სუინტონს, სკარლეტ იოჰანსონს, რეიფ ფაინესს, ჩანინგ ტატუმსა და ჯონა ჰილს.

ახალი კომედიის მოქმედება 1950-ან წლებში ხდება და გვიყვება მაშინდელი ჰოლივუდის კინოინდუსტრიაზე და მის წარმომადგენელზე, ედი მანიქსზე, რომელიც ცდილობს შეაგროვოს საკმარისი თანხა გამოსასყიდისათვის, რომელსაც ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობის გამტაცებლები ითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ სურათის პრემიერა 2016 წლის 5 თებერვალს შედგება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *