კოლექტიური ღამისთევა სტადიონზე

მთავარი გვერდის ჩანაწერები

20150112153223217

საერთო საცხოვრებელში აუტანელი სიცხის გამო, უმაღლესი სასწავლებლის ხელმძღვანელობამ სტუდენტებს ღამის გათევა სტადიონზე შესთავაზა.

ჩინეთის ქალაქ უჰანის პედაგოგიური უნივერსიტეტის ათასზე მეტმა სტუდენტმა ღამე უნივერსიტეტის სტადიონზე გაათენა. ამით მათ თავი დააღწიეს საერთო საცხოვრებლის უკონდენციონერო ოთახების სიცხესა და უჰაერობას. სტადიონის ტრიბუნების გასასვლელებიც კი სტუდენტებით იყო სავსე.

სტადიონი გაიყო ორ ზონად – ქალებისთვის და კაცებისთვის, ხოლო წესრიგს, უნივერსიტეტის მიერ სპეციალურად დაქირავებული თანამშრომლები იცავდნენ.

ცნობილია, რომ 35 გრადუს სიცხეში, საერთო საცხოვრებლის თითქმის ყველა ოთახი უკონდენციონეროა, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ გაეღო სპორტული სტადიონის კარი მათთვის, ვისაც გაგრილება სურდა.  27 ივნისიდან, ასობით სტუდენტი იკავებს სტადიონის ტერიტორიას.

უნივერსიტეტის წარმომადგენლების განცხადებით, 20 ივლისიდან საერთო საცხოვრებელში კონდენციონერები ამუშავდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *