უცნობი კლოდ მონე

მთავარი გვერდის ჩანაწერები

5925f538-6f57-453a-bb11-d0ee7049ae95-620x372როგორც The Guardian იუწყება, დიდ ბრიტანეთში კლოდ მონეს აქამდე უცნობი ნამუშევარია აღმოჩენილი.

მხატვრის უცნობი ტილო, ლონდონის რიჩარდ გრინის გალერეის (Richard Green Gallery) დირექტორმა, ჯონათან გრინმა აღმოაჩინა. 2014 წელს პარიზის აუქციონზე მან მონეს ორი პასტელში შესრულებული ნახატი შეიძინა, მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ერთ-ერთ მათგანზე მიმაგრებული იყო მხატვრის კიდევ ერთი უცნობი ნამუშევარი.

The Guardian აღნიშნავს, რომ ჯონათან გრინის განცხადებით, ეს მონეს პასტელში შესრულებული იშვიათი ნამუშევარია. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ სამივე ტილო 1868 წელსაა შესრულებული, მაშინ როდესაც მონე ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი იმპრესიონისტი.

სამივე ნამუშევრის ნახვა შესაძლებელი იქნება სურათების ბაზრობაზე (Masterpiece 2015), რომელიც ლონდონში გაიხსნება 25 ივნისს.

ბაზრობაზე ნამუშევრებს 150 საერთაშორისო გალერეა წარმოადგენს. მონეს თითოეული პასტელში შესრულებული ტილოს ღირებულება 1.4 მილიონ გირვანქა სტერლინგია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *