ეკატერინბურგის ცირკი და მაიმუნები SS-ელების ფორმებში

მთავარი გვერდის ჩანაწერები

 

88e05597_resizedScaled_659to469

16 დღე რჩებაა მეორე მსოფლიო ომში ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების თარიღამდე.

ეკატერინბურგის ცირკი მაყურებლის წინაშე ახალი პროგრამით წარსდგა. პროგრამის სახელწოდებაა „გამარჯვების სალუტი“ და ის სპეციალურად 9 მაისისთვის მომზადდა. წარმოდგენაში მონაწილეობას მაიმუნები იღებენ, რომლებსაც SS-ელების (ფაშისტური გერმანიის მცველი რაზმების ან არმიის სპეციალური ნაწილების მოსამსახურეები) ფორმები აცვიათ. ამის შესახებ პორტალი 66.ru იტყობინება.

„სპექტაკლის პირველი განყოფილებაში ყვებიან, თუ როგორ ჩავიდა ცირკი ფრონტზე. ძალოსნები, ჯამბაზები და ეგრეთ წოდებული  ჩასტუშკები (რუსი მეშაირეები) გებელსზე, მაიმუნები კი გერმანელების ფორმებში ართობენ და ამხნევებენ ჯარისკაცებს – ასეთი ფორმით ისინი ჯარისკაცების გამარჯვებისთვის განწყობას ცდილობენ”. –  წერს გამოცემა.

გარდა ამისა სცენაზე ომის წლების სიმღერები ისმის, ეკრანზე კი საომარი მოქმედებების კადრები ერთმანეთს ენაცვლება. მეორე განყოფილებაში საბჭოთა დროშას წევენ და ცხადდება გამარჯვების შესახებ.

ცირკის მიერ ორგანიზებული წინა წლების გამარჯვებისადმი მიძღვნილი პროგრამა ვასილი ტატიშევისა და გეორგ ვილგელმ დე გენინის პრესტიჟული პრემიებით არის დაჯილდოებული.

 

1 thought on “ეკატერინბურგის ცირკი და მაიმუნები SS-ელების ფორმებში

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *