რეგისტრაცია შესვლა
31.03.2015 ბოლო განახლება 12:09

რადიო იმედი

მთავარი გვერდის ჩანაწერები
01.03 9°02.03 8°03.03 8°
  • FM სიხშირეები
  • ჩვენს შესახებ
    • რეკლამის განთავსება
  • დილის არხი
  • დღის არხი
  • საღამოს არხი
  • ქრონიკა FM
  • 17:17
  • გვიყურეთ

პომადიანი ლობისტები

31.03.2015
გაზიარება
Facebook 0 Tweet
უკან
წინ

ანუ პოლიტიკოსი ქალები, რომლებიც გარდერობისა და გარეგნობის „მერკელიზაციას“ გაექცნენ

 

სუსტი სქესის წრამომადგენლებისთვის პოლიტიკაში ყოფნა ადვილი სულაც არ არის, ასეთ სამსახურში ქალურობის შენარჩუნება კი კიდევ უფრო რთული დილემაა. გარე სამყაროსთან შერწყმით, თან პიჯაკში და კარგი ვარცხნილობით – თურმე სიტყვის წარმოთქმა და კორუფციასთან ბრძოლა უფრო ადვილია, ვიდრე იგივე საქმის კაბაში და ტუჩებზე წასმული პომადით კეთება.

The New York Times-მა რამდენიმე დღის წინ საზოგადოებას ის პოლიტიკოსი ქალები წარუდგინა, რომლებიც მასიურად „მერკელიზაციას“ ირჩევენ.

შევეცდებით ქალთა სქესის ის საზოგადო მოღვაწეები წარმოგიდგინოთ, რომელთაც ანგელას სახელის “ვირუსი” ჯერ არ შეყრიათ (სავარაუდოდ არც შეეყრებათ) და დამსახურებულ 5-იანს იმსახურებენ ინარჩუნებენ რა სექსუალურ იდენტობასა და ინდივიდუალურობას.  ამაზე ოდნავ მოგვიანებით – მანამდე კი…

ანგელა მერკელის კოსტიუმების 50 ფერი

pic_0daec88862b764d044315c74d286081f

როგორ მოახერხა ანგელა მერკელმა პოლიტიკაში ანდროგინი ქალის სიმბოლო გამხდარიყო? მას ამაში ლეგენდარული „კოსტიუმი ყველა შემთხვევისთვის“ დაეხმარა. გერმანიის კანცლერს  „ძალიან ბევრი“ კოსტიუმი აქვს, თუმცა ისინი მარტო ფერითა და მატერიით განსხვავდებიან ერთმანეთისგან, რაც იმის შთაბეჭდილებას ქმნის, რომ მისი გარდერობი მრავალფეროვანი და მდიდარია, სინამდვილეში კი კანცლერის ყველა კოსტიუმი ერთი სტილისაა და გამოდის, რომ მას სულ ერთი და იგივე აცვია.

ამბობენ, რომ „თაგვისფერობა“ მერკელისთვის კარიერული  ჩიპია, რომელიც გერმანელებს ანგელას მეზობლად მცხოვრები რიგით ფრაუსთან ასოცირებაში ეხმარება.

მერკელი არ ატარებს ბეჭდებს, სამაჯურებსა და საყურეებს, არ ხმარობს სუნამოებს. მან ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვიტა თმა ღია ყავისფერად შეეღება და  ვარცხნილობა „ბობ“-ი გაეკეთებინა –  ამ ტრადიციას დღემდე არ ღალატობს და ალბათ არც არასდროს უღალატებს.

ერთი „დრესს კოდი“ ყველაზე

შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკაში უამრავი ქალია, რომელთაც არ ახასიათებთ „მერკელიზაცია“ და ამ სენით ჯერ არ მოწამლულან, მაგრამ ეს ასე არ არის. ბევრად უფრო ადვილია ანგელას თანამემამულეებს შორის იპოვო ისეთები, რომლებიც მამაკაცი-კოლეგებივით იცმევენ: შავი ქვედაბოლო ან შარვალი, თეთრი პერანგი და უპრეტენზიო, სადა თმის ვარცხნილობა.

უამრავი პოლიტიკოსი ქალის სისუსტე – 6 სურვილი გამოიყურებოდე ძლიერი ქალივით?

მერკელთან ანდროგინების ბანაკში აღმოჩნდნენ ასევე ხელისუფლების ის პირველი პირები, როგორებიც არიან: დალია გრიბაისკაუტე (ლიტვა), დილმა ვანა რუსეფი (ბრაზილია), მიშელ ბაჩელეტი (ჩილი), აგიფეტე იახიაგა (კოსოვო), კოლოინდა გრაბარი – კიტაროვიჩი (ხორვატია), გინ ხე (სამხრეთ კორეა), პრეზიდენტ ქალბატონებს კომპანიას ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი ერნა სოლბერგი და ამერიკელი სენატორი ჰილარი კლინტონი უწევენ.

ოპოზიცია „შპილკებზე“ – ანუ როგორ უნდა გამოიყურებოდე „არამერკელისეულად“ და ვინ არიან ეს ქალბატონები?

ზოგჯერ, და არა მარტო ზოგჯერ ფოტოებს მეტის თქმა შეუძლიათ, ვიდრე სიტყვებს. თქვენს წინაშეა დაპირებული სია, მსოფლიო პოლიტიკაში მოღვაწე ყველაზე „ქალური“ ქალებისა, მათი, ვინც უპირატესობას ქალურ იმიჯს აძლევენ და ამ ქალურობას რეალიზაციას საკმაოდ წარმატებითაც უკეთებენ.

detail_c2105d960f019a50af0e4289f6998d22

   კრისტინა ფერნანდეს დე კირშნერი – არგენტინის პრეზიდენტი

200px-Chinchilla_Adelante

               ლაურა ჩინჩილია მირანდა – კოსტა რიკას პრეზიდენტი

06093232.841204.4957

                     ხინა რაბანი კხარი – პაკისტანის ექს-პრემიერი

kashmala-tariq-hot-08

      კაშმალა ტარიკი – პაკისტანის ნაციონალური ასამბლეის წევრი

sethrida-geagea-3

     სიტრიდა გეაგეა – ლივანელი (ლატვიის ადმმინისტრაციულ-

     ტერიტორიული ერთეული) პოლიტიკოსი ქალი

download (1)

            ჰელლე ტორნინგი-შმიდტი – დანიის პრემიერ-მინისტრი

g44257_u42524_Ellen_Johnson

ელენ ჯონსონ-სერლიფი 2006 წლიდან ლიბერიის (სამხრეთ აფრიკა) პრეზიდენტი და ნობელის პრემიის ლაურეატი (2011 წელი)

Sheikh-Hasina-Best-Pic

                  შეიხ ხასინა – ბანგლადეშის პრემიერ-მინისტრი

nina

ნინა შტანსკი – საგარეო საქმეთა მინისტრი პრიდნესტროვიადან (მოლდოვეთი)

Alejandra_Romero_10

          ალეხანდრა ბენიტესი – ვენესუელის სპორტის მინისტრი

 

მსოფლიოში ჯერ კიდევ შეიძლება მოიძებნონ სუსტი სქესის გავლენიანი წარმომადგენლები, რომლებიც არ არიან მზად girly-ის იმიჯის ატრიბუტებს დაემშვოდობონ ისეთი „სისულელის“ და „წვრილმანის“ გამო, როგორიც პრეზიდენტობა და პრემიერ-მინისტრობაა, მათ ყოველთვის აქვთ დრო იმისთვის, რომ საკუთარ თავებს მოკრძალებული, მაგრამ მოდური ქვედაბოლო „ფანქრი“ (ვინც არ იცით განგიმარტავთ – ქვედაბოლო „ფანქარი“ გახლავთ ვიწრო, მომდგარი ქვედაბოლო, რომელიც მუხლამდე, ან მის ოდნავ ქვემოთ ან ზემოთ სიგრძით განისაზღვრება) ან ტანზე კარგად მორგებული შარვალი შეურჩიონ, თმას მოუარონ ან კი სულაც ლამაზი სამკაულები გაიკეთონ მნიშვნელოვანი სიტყვით გამოსვლის დროს; და რაც მთავარია ისინი სულაც არ ფიქრობენ, რომ ამის გამო ნაკლებად ძლევამოსილები ან ნაკლებ დამაჯერებლები არიან.

სექციები

FOLLOW US :
  • Twitter Realtime updates
  • Facebook Like our page
  • YouTube Video collection
  • RSS Feeds
  • მთავარი გვერდი
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • საიტის რუკა
  • განაცხადი
Copyright © 2013 All rights reserved. Radio Imedi Ltd